вторник, 9 апреля 2013 г.

New Brand of Georgian Designers

   MACH & MACH არის ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც შედგება ქართველი დიზაინერებისაგან.  აღნიშნული ბრენდი პირველად ქმნის Haute Couture - ს ქართულ მოდაში. მათი საღამოს კაბები გამოირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობით, ტენდენციურობით და ძვირფასი მასალების გამოყენებით.

   აღსანიშნავია, რომ MACH & MACH - ის მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში'',  სადაც უახლესი ბრენდი გვთავაზობს ექსკლუზიურ ტანისამოსს, საღამოს კაბების უდიდეს არჩევანს და ასევე შესაძლებლობას, შევიკეროთ ტანისამოსი დიზაინერებთან ინდივიდუალურად.

  ახალი ბრენდი პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე, თბილისის მოდის კვირეულზე 2012 წელს, სადაც წარმოდგენილი იყო ხუთი საღამოს კაბა, რომლებიც "ოტ კუწურის" დონეზე იყო დამუშავებული.

 კოლექციაში გამოყენებულია ნატურალური ტყავისა და აბრეშუმის, მარგალიტისა და მეტალების სინთეზი.


მის: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", III სართ, მაღაზია № C 312

ATELIER MACH & ACH

ტელ: +995  558 38 58 38;  +995 568 72 09 03









http://www.facebook.com/machandmach

Комментариев нет:

Отправить комментарий